top of page
ფასის და საწყობში არსებული რაოდენობის გადასამოწმებლად დარეკეთ
ლ ო ჯ ი კ კ ო მ პ ა ნ ი
LOGIC.COM.GE
საწარმოო პროცესი და მასალები
ჩვენი კომპანია ახორციელებს ელექტრო გამანაწილებელი აპარატურის მონტაჟს ძალოვან კარადებში. ჩვენი გუნდი პასუხისმგებლობით ეკიდება ნებისმიერი სირთულის შეკვეთას და უმოკლეს ვადებში და ხარისხიანად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს. სამუშაოს შესასრულებლად ვიყენებთ ჩვენსავე მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მასალებს რომლებიც წარმოდგენილია ჩვენს კატალოგში
პირველი ეტაპი
ხდება დამკვეთთან გასაუბრება და მისი ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით დგება იმ მასალების სია, რომელიც საჭიროა ელ. გამანაწილებელი ფარის დასაპროექტებლად.
მესამე ეტაპი
მზა პროდუქციის რამდენჯერმე ტესტირება, რათა გამოირიცხოს რაიმე სახის ხარვეზი და დაზიანება
მეორე ეტაპი
წინასწარ შერჩეული კარადის და მასში ჩასაყენებელი აპარატურის მომზადება, შემდეგ სამონტაჟო პანელების შერჩევა, მათი კარადაში განაწილება, მორგება და აპარატურის მონტაჟი.
საბოლოო ეტაპი
კარადების შეფუთვა და მომზადება უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის
მასალები და აქსესუარები
ვაზნა ბუნიკი
ელექტრო გამანაწილებელ მოწყობილობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტი სადენებსა და მოწყობილობებს შორის, სწორედ ამ მიზნით ჩვენ ყველა სადენის დაბოლოებას ვუკეთებთ ვაზნა ბუნიკს, რაც უზრუნველყოფს აპარატურასთან საიმედო კონტაქტს
გამანაწილებელი ბლოკი
გამანაწილებელი აპარატურის ხარისხიანი მუშაობისთვის აუცილებელია მძლავრი მიმღები და გამანაწილებელი ბლოკი. ამ ყველაფერს კი ჩვენი გამანაწილებელი ბლოკები უზრუნველყოფს შემავალი კვებით და რამდენიმე გამომავალი ხაზით, რომლებიც ზემოთ ნახსენები ვაზნა ბუნიკებით კონტაქტდება
პერფორირებული საკაბელო არხი
ელექტრო გამანაწილებელი კარადის შიდა უსაფრთხოებასა და წესრიგს იცავს ჩვენი პერფორირებული საკაბელო არხები, რომლებიც გამოირჩევა დრეკადობითა და მაღალი ხარისხით. ყველაფერთან ერთად ის შიგთავსის ვიზუალურ მხარესაც ეფექტურს ხდის.
დამიწების სალტე
დამიწება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გამანაწილებელი აპარატურის უსაფრთხო სერვისისთვის. ჩვენი დამიწების სალტეები უზრუნველყოფს მჭიდრო კონტაქტსა და მაღალ გამტარიანობას
საკაბელო სპირალი
ყველა კაბელი იფუთება საკაბელო სპირალებით რაც აადვილებს კაბელების მიმართულების განსაზღვრას და კომფორტულს ხდის სერვისს
სალტეები
უმაღლესი ხარისხის სპილენძის და ალუმინის მასალები უზრუნველყოფენ კარგ გამტარიანობას მოწყობილებებს შორის. მათი დამუშავება, დაჭრა და დახვრეტა ხდება სპეციალური მოწყობილობებით, რათა არ მოხდეს ლითონის თვისობრივობის ცვალებადობა გადახურების გამო
თერმო საიზოლაციო მილები
თერმული საიზოლაციო მილებით იფუთება ყველა კონტაქტი დაწყებული კაბელებით და დამთავრებული სალტეებით. გარდა უსაფრთხოებისა თერმული მილები უზრუნველყოფს ფერების გარჩევადობას კონტაქტებს შორის
იზოლატორები
ჩვენი კომპანია იყენებს IEk-ის ფირმის იზოლატორებს, რომლებიც ახდენენ კონტაქტების როგორც ერთმანეთისგან ასევე კარადის კორპუსისგან იზოლირებას. ზომების დიაპაზონი 3-8სმ.
მილყელები
კარადებში სადენების უსაფრთხო შეყვანისა და მონტაჟისთვის ჩვენ ვიყენებთ PG მილყელებს, როგორც პლასტმასის ასევე მეტალის მასალისგან დამზადებულს.
bottom of page